აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას პასუხობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არჩილ ჩიქოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას გამოეხმაურა.

არჩილ ჩიქოვანის განცხადება აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩილ ჩიქოვანი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დისკრედიტაციაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.

„არჩილ ჩიქოვანი ოპონენტების გაღიზიანებას მთავრობის წარმატებულ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე, სწორედ, ბოლო წლებში განხორციელებული უპრეცენტოდ მასშტაბური პროექტების გამო გახდა. მისი თქმით, წარმატებული პროექტების ფონზე, უწყების დისკრედიტაცია ოპონენტების დღის წესრიგია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვაზე აქვს პასუხი. არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ხელისუფლება კორუფციასთან ბრძოლაში უკომპრომისოა",- ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქობულეთი-ზენითი ალამბრის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონამდე ლარის გახარჯვის თაობაზე არ არის შესაბამისობის დოკუმენტაცია წარმოდგენილი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც რეზო ხარაზი აცხადებს, აუდიტის დასკვნა კონფიდენციალური წყაროს დახმარებით მოიპოვა.