დედოფლისწყაროს მერი  სოფელ ზემო ქედში  იმყოფებოდა, სადაც  C ჰეპატიტის,  აივ/ შიდსისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მერი  სოფელ ზემო ქედში  იმყოფებოდა, სადაც  C ჰეპატიტის,  აივ/ შიდსისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, მარიეტა გონაშვილთან ერთად, სოფელ ზემო ქედში იმყოფებოდა, სადაც C ჰეპატიტის, აივ/ შიდსისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მარიეტა გონაშვილი სოფლის ამბულატორიაში მიმდინარე პროცესს უშუალოდ დაესწრნენ და მედპერსონალსა და პაციენტებს გაესაუბნენ.

,,ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე და გვინდა, რომ არ გამოგვრჩეს აღნიშნული დაავადებების არცერთი შემთხვევა, რათა ეფექტურად მოვახდინოთ მათი პრევენცია. ამიტომაც მოვუწოდებ დედოფლისწყაროელებს, ჩაერთონ სკრინინგ პროცესში. გამოკვლევები უტარდებათ 18-65 წლის მოქალაქეებს. პროგრამა 5 წლიანია და ის 2020 წელს დასრულდება’’- აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

C ჰეპატიტის, აივ/ შიდსისა და ტუბერკულიოზის სკრინინგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის ყველა მოქალაქისთვის უფასოა. პროგრამის მიზანია, შემდგომი მკურნალობის მიზნით მაქსიმალურად მოხდეს დაავადებათა გამოვლენა .