ანონსი  31 ივლისი

31 ივლისს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელს, რენატა უინთერს და მის მოადგილეს, მაია ჩოჩუას შეხვდება.

თემა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები“.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

31 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის ივნისი

მის: დადიანის #30 (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).

31 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტ კახა კოჟორიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მთავარი პროკურორის მონაწილეობა კონკურსში. „რუსთავი 2-ის“ საქმე.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

31 ივლისს, 11:00 საათზე, მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას N7

31 ივლისს, 13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრას გამართავს წარჩინებულ მოსწავლეებთან სხვადასხვა რეგიონებიდან.

თემა: „კომიტეტის საქმიანობა, დეცენტრალიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

31 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას წარადგენენ.

31 ივლისს, 14:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება.

მის.: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; მინდელის ქუჩა N 9.

31 ივლისს, 14:00 საათზე, „ჰაიდელბერგცემენტის“ სათაო ოფისში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის რიგით მეშვიდე პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 21

საკონტაქტო: ელენე ქართველიშვილი - 599 777 715; ნათია ცვარიანი - 598 558 271

31 ივლისს, 14:00 საათზე, კახეთში, ბროწლიანის სათნოების სახლი გაიხსნება.

31 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

31 ივლისს, 19:00 საათზე, საგანმანათლებლო პროექტი “სამოქალაქო ეზო” პირველად ბათუმს ეწვევა, სადაც კინორეჟისორი შოთა გუჯაბიძე თემაზე "ბათუმი კინოში" ისაუბრებს.

მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის #38

საკონტაქტო: ეკა მელიქიძე -599 854 722

31 ივლისს, 19.00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოების“ საკონფერენციო დარბაზში ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერი შეხვედრა გაიმართება.

მის: ჭოველიძის 10

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს