ბათუმში დაჭრილი 3 ახალგაზრდიდან ორი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა

ბათუმში დაჭრილი 3 ახალგაზრდიდან ორი კლინიკიდან უკვე გაწერეს, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მალე რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ინციდენტი მოხდა, სადაც 3 ახალგაზრდა დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

























