დაბა ადიგენში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

რეგიონებში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ ამჯერად, სამცხე -ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები მოინახულა. კომპანიის ხელმძღვანელმა დაბა ადიგენში წყლის სისტემის მშენებლობა დაათვალიერა და სამუშაოების ტემპს ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება წყლის სათავე ნაგებობა, მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების ქსელი. ასევე, მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. შედეგად, 1000-მდე ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

„დაბაში ათეული წლებია წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, არსებული წყლის სათავე ნაგებობა და რეზერვუარები რეაბილიტაციას საჭიროებს. წყლის სათავე ნაგებობაზე ხშირია წყლის ამღვრევის ფაქტები, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდება.

პროექტი 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 665 557 ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა