ანონსი 1 აგვისტო

1 აგვისტოს, 11:00 საათზე, კლინიკა „ლანცეტის“ დამფუძნებლის ფარმან ჯეირანლის საქმის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პატიმრობაში მყოფი ფარმან ჯეირანლის სკანდალური საქმე, რომელიც საპატიმროს 20 აგვისტოს ტოვებს და ამბავი, რომელიც შესაძლოა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის კიდევ ერთი ხმაურიანი თემა აღმოჩნდეს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

1 აგვისტოს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციის „HUB Georgia“ ინიციატივით, პლატფორმა „ეკონომიკური დეოკუპაციის“ ფორმატში გაიმართება დისკუსია - “ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის გლობალური კონკურენტუნარიანობა და მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი“.

მის: რუსთაველის გამზირი N29, “The Biltmore Hotel Tbilisi”

1 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ხატია დეკანოიძის ბრიფინგი გაიმართება.

1 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ირაკლი ოქრუაშვილის საჩივრის დაუშვებლად ცნობის საკითხი.

მის: ათონელის 27

1 აგვისტოს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდება.

თემა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებული პროცედურები.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

1 აგვისტოს, 14:00 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ბრიფინგს გამართავენ.

მის: ჭოველიძის 10

1 აგვისტოს, 15:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბრიფინგს გამართავს.

მის: ერისთავ-ხოშტარიას 47

1 აგვისტოს, 15:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრა გაიმართება. ლევან სურგულაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საპენსიო რეფორმას გააცნობს.

მის: დადიანის 2/1

1 აგვისტოს, 16:00 საათზე, სასტუმრო “რუმს თბილისში“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ “სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

1 აგვისტოს, 18:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაცია გამართავს განახლებული ჟურნალის პრეზენტაციას, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ასოციაციის წევრი ადვოკატები დაესწრებიან.

მის: ბახტრიონის 11

კონტაქტი: 558132241

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს