ბათუმის უნივერსიტეტში გამნაღმველები და სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გამნაღმველები და სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ. დაახლოებით 3 საათის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო წერილი, რომ სასწავლებელში ნაღმია.
ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. შენობიდან უნივერსიტეტის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმია, გამოძიება ტერორისტული აქტის მუქარის მუხლით მიმდინარეობს.

























