„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ კახეთის რამდენიმე რაიონისთვის ელექტრომომარაგების დროებით შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ კახეთის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცნობეს.
კომპანიის ცნობით, კახეთის რამდენიმე სოფელს და რაიონს 15-20 წუთის განმავლობაში ელექტრომომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა. ამ დროისთვის ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად ხორციელდება.

























