კაპროვანთან ზღვაში 14 და 25 წლის ახალგაზრდები დაიხრჩვნენ

კაპროვანთან ზღვაში ერთ-ერთი დამხრჩვალი 14 წლის ბიჭია, რომელიც წალკიდან იყო, ხოლო მეორე დაღუპული 25 წლის ქალია. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთმანეთის ნათესავები არიან.
მაშველებმა წყლიდან ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























