ქართული პრესის მიმოხილვა 01.08.2019

რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე

“ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს ფინანსურად გააკოტრებს ან გაყიდის” - დავით ზურაბიშვილი

***

რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 2019 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ზოგადი უნარების ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული ზოგადი უნარების შედეგების მიხედვით აბიტურიენტების 12.9%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, მისივე ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ოთხშაბათს დილით დაიწყო და მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე / “ამ ქვეყანაში სწავლის მოტივაცია არ არის - ჩვენთან არაკომპეტენტური ადამიანები არიან წახალისებულები”

"გორგოძის თქმით,ზოგადი უნარების 1-ელ და მე-3 ვარიანტში ტესტების სირთულის გამო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით განისაზღვრა ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტი 24 ქულით. „მოგეხსენებათ, რომ ზოგადი უნარების შემთხვევაში ტესტის ოთხი ვარიანტი არსებობდა და თითოეული ვარიანტი სირთულის მიხედვით შეიძლება ცოტათი გასხვავდებოდეს სხვა ვარიანტისგან. ამიტომ, იმისთვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ქულების გათანაბრება ხდება. ამის შემდეგ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დგინდება. სტატისტიკური დამუშავების შედეგად მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსვლელი ქულა პირველ და მესამე ვარიანტებში არის 22 ქულა. რაც შეეხება მე-2 და მე-4 ვარიანტებს, ამ შემთხვევაში გამსვლელი ქულა არის 24 ქულა."- განაცხადა სოფო გორგოძემ გამართულ ბრიფინგზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

"აბიტურიენტი მინდია ბერიძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ზოგადი უნარის ტესტების პირველი ვარიანტი შეხვდა (რაც რთულად გამოცხადდა) და აბიტურიენტი რა ტესტებითაც ემზადებოდა იმაზე რთული აღმოჩნდა. ზოგადი უნარების ტესტების 1-ელი ვარიანტი შემხვდა, რაც რთულ ვარიანტად გამოცხადდა და 22 ქულამდე დაუწიეს ბარიერი, ჩემთვისაც ცოტა რთული იყო, რასაც არ ველოდებოდი. ეროვნული გამოცდებისათვის ერთი წელი ვემზადებოდი და მეგონა, რომ ზოგადი უნარების გამოცდაში უფრო მეტ ქულას ავიღებდი, მაგრამ დღეს შედეგები ვნახე და 31 ქულა მიფიქსირდება, სხვა აბიტურიენტებიც ამბობენ, რომ წელს ტესტები წინა წლებთან შედარებით რთული იყო. განსაკუთრებით ტესტების პირველი და მესამე ვარიანტი , ბარიერი გადავლახე, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი ჩემი შედეგით, რა ტესტებითაც ვემზადებოდი და რა დონეც ვისწავლე, გამოცდაზე ჩემი ვარიანტი იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა."- განაცხადა მინდია ბერიძემ „რეზონასთან". განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი „რეზონანსთან", ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტების შედეგებს ეხმაურება. „2018 წელს 13%-ზე მეტი ჩაიჭრა, (დაახლოებით იგივე რაოდენობა ჩაიჭრა წელსაც), 12% აბიტურიენტებისა 2017 წელს ჩაიჭრა, ხოლო 2016 წელს კი აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 16%-მა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ კუთხით ანტიპროგრესი მიმდინარეობს, ბავშვები იმიტომ ვერ ლახავენ მინიმალურ ზღვარს, რომ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, უნარები ხომ იგივე ლოგიკაა, ანუ კრიტიკული აზროვნება, ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას ჩვენი სკოლა ვერ განავითარებს. (ქართული სკოლა მაქვს მხედველობაში) იმიტომ, რომ არ ისწავლება სათანადოდ ანუ საათების რაოდენობა არა აქვს დათმობილი ლოგიკურ საგნებს, რაც უნარებში სჭირდებათ ესენია მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, სკოლებში განსაკუთრებით ფიზიკას და ქიმიას არ ასწავლიან საჭირო დოზით. „უნდა შეცვალონ ეროვნული სასწავლო გეგმა, რათა აღარ განმეორდეს ეს სურათი, სასწავლო საათების რაოდენობა უნდა დაამატონ კონკრეტულად ლოგიკურ საგნებს."-ამბობს იგი. ნიკოლეიშვილი, წინააღმდეგია მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებიდან ზოგადი უნარების სავალდებულო საგნებიდან ამოღების. „უნარების გამოცდებს, რომ ამოიღებენ, დარჩება ინგლისური, ქართული, შემდეგ უკვე ორად იყოფა, ჰუმანიტარულ სპეციალობაში ჩაყარეს ყველაფერი, რაც საერთოდ არ არის ჰუმანიტარული, მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობები, სახელმწიფოს მართვა, საჯარო მმართველობა, ადმინისტრირება, ეს სპეციალობები არც ჰუმანიტარულია და არც ტექნიკური, ტექნიკური არ არის ასევე სამედიცინო, აგრარული და კვების ტექნოლოგიის მიმართულებები. ასე რომ, რატომ უნდა ჩააბარონ ამ ბავშვებმა მათემატიკა და ყველაფერი, რომ ჰუმანიტარულებში ჩაყარეს იმათმა ისტორია? „მათემატიკას აღარავინ აღარ ირჩევს და ასეთი სახელმწიფო როგორ შეიძლება, სადაც 90% ყველა ჰუმანიტარული მიმართულებით წავიდეს? ეს ხომ ქაოსს შექმნის, უნარებს თუ ვერ აბარებს ბავშვი უმარტივეს მათემატიკურ და ლოგიკურ კითხვებს, ის მათემატიკის საგანს ცხადია ვერ ჩააბარებს. "მათემატიკაში ძალიან ძლიერი საშუალო სკოლის მოსწავლეები ამბობენ ასეთ რაღაცას, არ ჩავაბარებ მათემატიკას, იმის გამო, რომ ჩვენ ძლიერი მათემატიკური სკოლის აბიტურიენტებთან ვერ შევალთ კონკურსშიო. „თუ 15-17 წლის აბიტურიენტთა სწავლების დონეს გადავხედავთ, ადრე დონე ბევრად მაღალი იყო, დღეს რომ სწავლების დონე დაბალია, გატარებული რეფორმების ბრალია, ბავშვები სწავლობენ, მაგრამ ძალიან ცუდი სახელმძღვანელოებია და მშობელმა თუ არ მოამზადა, ბავშვი მხოლოდ ამ სახელმძღვანელოებით ვერ აბარებს, ამას ემატება ისიც, რომ არასაკმარისი საათების რაოდენობაა სასწავლო გეგმაში." -ამბობს ნიკოლეიშვილი“, - დასძენს გამოცემა.

"ნიკოლეიშვილი ასევე თვლის, რომ დღეს ბავშვებს სწავლის მოტივაცია არ აქვთ, რაც შედეგებზეც აისახება. „ამ ქვეყანაში სწავლის მოტივაცია არ არის, ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის მოტივაცია, რაც ყველა საკითხში ყველა ადამიანს სჭირდება, სწავლის მოტივაცია ოჯახიდანაც უნდა ჰქონდეს ბავშვს, ძალიან საღად მოაზროვნე თაობა გვყავს, მაგალითად, დღეს ბავშვები პოლიტიკურ ანალიზს უფრო კარგად აკეთებენ. "ჩვენთან არაკომპეტენტური ადამიანები არიან წახალისებულები, თორემ ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, მაგრამ ასეთი რეფორმის და ასეთი უფროსი თაობის ხელში ამ ბავშვებს ვერ ვაწვდით ჩვენ კონკურენტუნარიან ცოდნას და ამაში არავის ბრალი არ მიუძღვის გარდა სახელმწიფოსი. „ქართული ოცნებაც" განათლების თვალსაზრისით უხეირო რეფორმებს ატარებს, ადრე "ნაციონალურ მოძრაობამაც იმის წინა ხელისუფლებაც უხეირო რეფორმები ჩაატარა. რაც ვითომ თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, იმის შემდეგ განათლების თვალსაზრისით მიდის დამანგრეველი რეფორმები, და არაფერი სიკეთის მომცემი." - ამბობს ექსპერტი. ექსპერტისვე თქმით,განათლების მღებას უპირველეს ყოვლისა სოციალური მდგომარეობა უშლის ხელს. „ამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი რომაა 10 ათასობით ოჯახს სახურავი არ აქვს თავზე და იმ ოჯახებში ბავშვმა როგორ უნდა ისწავლოს? ან ბავშვი, რომელიც სრულფასოვნად არ იკვებება, იმ ბავშვმა რანაირად უნდა ისწავლოს? თუმცაღა, ამ ოჯახებიდან გამოცდებში ბავშვები არ იჭრებიან ამ ჩაჭრილ 13 %-ში ეს ბავშვები არ შედიან, ამ კატეგორიის ოჯახის ბავშვებს საერთოდ ვერ შეაქვთ საბუთები უმაღლეს სასწავლებლებში."-აცხადებს ნიკოლეიშვილი „რეზონასთან". შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტში 80-ქულიდან ყველაზე მაღალი ქულა - 79 ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო. ტესტების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,1%-მა, შესაბამისად, კონკურსს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% გამოეთიშა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს ფინანსურად გააკოტრებს ან გაყიდის” - დავით ზურაბიშვილი

"საპროტესტო აქციები არ შეჩერდება, 20 სექტემბერს დადაგმილია დიდი აქცია, რა მოთხოვნები დაემატება ვერ გეტყვით, მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაც დაემატოს." აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილი “რუსთავი 2”-ს ფინანსურად გააკოტრებს ან გაყიდის” - დავით ზურაბიშვილი

"დავით ზურაბიშვილის თქმით, რა მოთხოვნები დაემატება სამომავალოდ საპროტესტო აქციებს ვერ გეტყვით, ჯერ-ჯერობით მოთხოვნები იგივე რჩება - გახარიას გადადგომა, თუცმა, არ არის გამორიცხული, რომ მძიმე სოციალური ვთიარებაც დაემატოს. 20 სექტმებერს დაგეგმილია დიდი საპროტეტსო აქცია და მინდა გითხრათ, რომ ეს აქციები არ შეჩერდება. ხელისუფლების შეცდომებს ვერ ჩამოვთვლი, რადგან ხელისუფლება სულ შეცდომებს უშვებს და თავიდანვე შეცდომა იყო. მან თავისი თავი ამოწურა და ეს ხელისუფლება შესაცვლელია. ხელისუფლებას რეპრესიების სურვილი კი აქვს, მაგრამ ვერ ახორციელებს. ჩინჩალაძის სასამართლოც ვერ შეძლებს დაამტკიცოს ხაზარაძის ბრალეულობა ფულის გათეთრების საქმეში. ამ საქმეს სისრულეში ვერ მოიყვანენ, ალაბთ არჩევნებამდე დროში გაიწელება. თუ ეს მთავრობა შეიცვალა, საქმე საერთოდ დაიხურება. ხაზარაძეს სავსებით შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური აქტივობა. მას აქვს პოტენციალი და გარკვეული სოციალური კაპიტალი, ამიტომ, თუ სწორ ნაბიჯებს გადაგამს 10-15%-ის ფარგლებში შედეგი ექნება. ყოველ შემთხვევაში პარლამენტში აუცილებლად მოხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

"დავით ზურაბიშვილის თქმით, ხალვაშის, აქიმიძის და დვალის შეთავაზებებზე საერთოდ დიდი ინტერესი აქვს. „მაგრამ არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ ივანიშივლმა ამხელა ომი იმიტომ წამოიწყო "რუსთავი 2"- ის ხელში ჩასაგდებად, რომ ვინმეს რაღაც შესთავაზოს. მისი მიზანი იყო გაეჩერებინა ეს ტელევიზია. ამიტომ, ის უფრო მიკვირს ვინმეს თუ ამის ილუზია ჰქონდა. ეჭვი მაქვს რომ ფინანსურად გააკოტრებს ან სულაც გაყიდის. ამ შეთავაზებას რა აზრი აქვს, 40%-ს მიცემს თუ 10%-ს, ტელევიზიის მართვას მაინც ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა მისცეს 50%-ზე მეტი. რაც შეეხება გვარამიას განცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს ფინანსურ ხარჯებთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული, როგორ ან ვისი შემოწირულობით შეიქმნება ამასაც ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტელევიზია გაიხსნება და რუსთავი 2-ის ჯგუფიც არ დაიკარგება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა