ზუგდიდში ორი მუშა თხრილში ჩავარდა

ზუგდიდში, ჩიქობავას ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე მომუშავე ორი მუშა თხრილში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მუშები საკანალიზაციო არხს თხრიდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ -ერთი მამაკაცი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს, ხოლო მეორის ამოყვანა ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.
დაშავებული მუშა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

























