ანონსი  2 აგვისტო

2 აგვისტოს, 10:30 საათზე, საია 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ 26 მაისის მოედანი #1

2 აგვისტოს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

2 აგვისტოს, 11:00 საათზე ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 2008 წლის აგვისტოს ომი.

მის: ი. მოსაშვილის # 24, მე-5 სართ.

2 აგვისტოს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის 144

საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70

2 აგვისტოს, 12:00 საათზე, ქალაქ გორში, N9 საჯარო სკოლაში, პროექტის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებული და პირველ ადგილზე გასული სკოლა გამოვლინდება. გამარჯვებულ სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო სასკოლო ტექნიკას გადასცემს.

საკონტაქტო: გიორგი კოპალეიშვილი 595298989

2 აგვისტოს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჟურნალისტებს ლისის ტბის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგებს გააცნობენ.

მის: „King David“, მე-17 სართული.

2 აგვისტოს, 14:00 საათზე , მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის. პავლე ინგოროყვას 7

2 აგვისტოს, 14:00 საათზე, Bravo Records-ში გაიმართება საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრე გვარიშვილის და „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტის ზაზა შენგელიას ერთობლივი ბრიფინგი.

2 აგვისტოს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ,,საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის’’ დაფუძნების პრეზენტაცია და ასოციაციის საერთო კრება, სადაც ასოციაციის გამგეობის წევრები აირჩევიან.

2 აგვისტოს, 18:00 საათიდან, გლდანის განახლებული პარკის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით, საბავშვო პროგრამა დაიწყება, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა