ადგილობრივების ინფორმაციით,სოფელ ვეჯინში  სახლს  ცეცხლი თავად მეპატრონემ  წაუკიდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.ადგილობრივების ინფორმაციით, სახლს ცეცხლი თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა.

მათივე ინფორმაცით,მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ადგილზე თელავის და გურჯაანის სახანაძრო-სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

მამაკაცი პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 188-მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა