კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო - ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის მუხრანი - კასპის მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, გაზმომარაგება 2 აგვისტოს 06:00 საათიდან 17:00 საათამდე კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს შეუწყდებათ:

სადგ. მეტეხი, მიქელწყარო, თელიანი, სადგ. კავთისხევი, ახალქალაქი, სასირეთი, თვალადი, ეზატი, გუდალეთი, ქვემო ხანდაკი, მეტეხი, ბარნაბიანთ კარი, წინარეხი, კავთისხევი, ქვემო ჩოჩეთი, შუა უბანი, გარიყულა, ზემო ჩოჩეთი, მირიანი, ციხისუბანი, ქვემო გომი, ნიაბი, იდლეთი, თელადგორი, გომიჯვარი, ლავრისხევი, ქალაქი კასპი, თეზი, ოკამი, ფერმა, ჩანგილარი, ხვითი, ლამისყანა, თვაური, ქვემო ჭალა, ვაკე, პანტიანი, საკორინთლო, გორაკა, სამთავისი, იგოეთი, ახალშენა, ბოჟამი, თოგოიანი, მრგვალიჭალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო