ნიკა გვარამია - მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია - რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო

მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, ძალიან კარგი იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. გვარამიამ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას.

„რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ, რაც მახსოვს თან იმას, იმიტომ, რომ არის ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფინანსური ხელმძღვანელობის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერზე ვიტყვი, ავხსნი, პრობლემა არ მაქვს. მე ვიცი რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, ჩადენის დროსაც, იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო და მით უმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არანაირ კვალს მე არ ვტოვებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

ამასთან, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება იქიდან გამომდინარე, რომ საქმე პირველ რიგში სამოქალაქო წარმოებისაა.

„დირექტორი არის იურისტი და მან უნდა იცოდეს, რომ ეს პირველ რიგში სამოქალაქო წარმოების საქმეა. ასევე ნიჟარაძეს სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი იგივე თემაზე და გაუგებარია სისხლის სამართლებრივი წესით რაზე დაობს, ჯერ სამოქალაქო დავა დაამთავროს და მერე, იქ რა დადგინდება, იმის მიხედვით იდაოს სისხლის სამართალში. უბრალოდ ერთიც და მეორეც არც იურისტია, არც მფლობელი, ორივე ბიძინა ივანიშვილის ფეხის ან ხელის ფრჩხილები არიან. ნინო ნიჟარაძის ადვოკატი შევარდნაძის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და დღესაც ეწევა საადვოკატო პროსტიტუციას", - განაცხადა გვარამიამ.

პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო უწყების შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. მათივე განმარტებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანია.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა