წნორში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 9 აპრილის და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

9აპრილის ქუჩაზე 1675 მეტრის მანძილზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა. ასევე, ქუჩის ჩიხებში 1400 კვ.მეტრის ფართობზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. გზის რეაბილიტაციაზე 1069234 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ხუთასი მეტრის მანძილზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, რომელზეც 364 350 ლარი დაიხარჯება.

წნორში გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა