რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და პროექტებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ასევე საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიმართულებით, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო