ზაალ უდუმაშვილი - დღეს ივანიშვილის თავის ტკივილი ნიკა გვარამიაა - მისი დაკავება მძიმე პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს

ნიკა გვარამიას დაკავება ძალიან მძიმე პოლიტიკურ პროცესებს გამოიწვევს, ვინაიდან გვარამია არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუკი, ნიკა გვარამიას დააკავებენ, ამას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

"ნიკა გვარამია არის გამორჩეული ფიგურა ქართულ საზოგადოებაში, რომელიც 7 წლის განმავლობაში ხმალამოღებული იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პიდაპირ ებრძვის იმ მედიას, რომელიც მის წინააღმდეგ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს. დღევანდელი გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარეობს. გამოძიება ახლა ცდილობს, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი მიზეზით შეუზღუდოს ნიკა გვარამიას თავისუფლება. დღეს ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სატკივარი, თავის ტკივილი არის ნიკა გვარამია", -განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა