აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, უახლოეს მომავალში აფხაზეთიდან დევნილებსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიგეგმა, სადაც დეტალურად მოხდება ყველა საჭიროებების განხილვა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.