აბაშის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, პირველ მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან ერთად, მერიის სამსახურების, ააიპ-ების, საბავშვო ბაღების უფროსებსა და სკოლების დირექტორებს, მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა. შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემური საკითხები, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტები. საუბარი შეეხო საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საკითხებს, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. კვლავ აქტიურად გრძელდება საბავშვო ბაღებისა და სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დაისახა მომავალში განსახორციელებელი კონკრეტული გეგმები და პრიორიტეტები.

























