თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სპორტის მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება

თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სპორტის მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო მიღწევების მქონე სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ერთ-ერთმა სპორტსმენმა, შმაგი ბოლქვაძემ წელს 28-30 ივნისს ქალაქ მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილი მოიპოვა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე და დიეგო ჩხიკვაძე, მეორე ადგილის პრიზიორები - ლერი აბულაძე, ანრი თავართქილაძე, ხვიჩა აბულაძე, მესამე ადგილის პრიზიორი ბაქოს ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე - ნუკრი ბენიძე.

თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა, მათი მიღწევები ხაზგასმით აღნიშნა და მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც ქალაქში ისე მთაში.