დედოფლისწყაროში ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა

დედოფლისწყაროში ტრადიციული სახალხო ზეიმი - „დედოფლისწყაროობა“ - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კონცერტზე სიმღერები „ქუჩის მუსიკოსებმა“ შეასრულეს. ღონისძიების ნაწილი საჯარო სკოლების მედალოსნებისა და საპატიო დედოფლისწყაროელების დაჯილდოებას მიეძღვნა.
„საპატიო მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ, სიღნაღი-დედოფლისწყააროს მაჟორიტარმა ირაკლი შიოლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა გამოავლინეს.
წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოქროსა და ვერცხლის მედალი ოცდაათმა მეთორმეტე კლასელმა მიიღო.
საპატიო დედოფლისწყაროელები კი არიან: გია ბაღაშვილი, ელგუჯა ტუჩაშვილი, შალვა თეთვაძე, ლაშა ბექაური და ჯემალ ბაღაშვილი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























