4 აგვისტოს, დაბა სიონს, ასევე სიონისა და ნაქალაქარის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

4 აგვისტოს, დაბა სიონს, ასევე სიონისა და ნაქალაქარის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ელექტროენერგიის მიწოდება 03:00 საათიდან 09:00 საათამდე შეიზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი სიონჰესზე შეკეთებული ძალოვანი ტრანსფორმატორის დამონტაჟებაა, რომელიც მწყობრიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

ამ დროის მანძილზე დაბა სიონი, ასევე სიონისა და ნაქალაქარის მუნიციპალიტეტის სოფლები ელექტროენერგიით ადგილზე საგანგებოდ ჩატანილი სარეზერვო ტრანსფორმატორით მარაგდებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა