გონიოში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გონიოში, ზღვაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. იგი პროზექტურაშია გადასვენებული.

აღსანიშნავია, რომ საშტორმო მდგომარეობის გამო, ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

იხილეთ ვიდეო: კადრები გონიოდან, სადაც ძლიერი შტორმის დროს ახალგზარდა მამაკაცი დაიხრჩო - ვიდეო, რომელიც დამსვენებლმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გადაიღო