გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 2020 წლის იანვარში დასრულდება

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, 2020 წლის იანვარში დასრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ლაშა ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ახალი ბორდიურები, საავტომობილო გზა, გარე განათების ქსელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლი.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ი.ვეკუას (ამავალი) და ი.ხიზანიშვილის (ჩამომავალი) ქუჩები ცენტრალური დანიშნულების თითქმის პარალელური ქუჩებია, რომლის საშუალებით გლდანის რაიონის 8 მიკრორაიონის მცხოვრებლები უკავშირდებინ ქალაქის სხვადასხვა ქუჩებს და შიდა საუბნო გზებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა. ასევე, განხორციელდება ტროტუარების რეაბილიტაცია ახალი ბორდიურებით და მოეწყობა საავტომობილო სავალი გზის ნაწილი - ასფალტის ახალი საფარი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს. საკომუნიკაციო სადენები მოექცა მიწის ქვეშ. მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი - ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე, დაახლოებით, 8 კილომეტრს შეადგენს. სარაბილიტაციო არეალში განთავსდება ახალი სახანძრო ჰიდრანტი - 22 ერთეული.

ამ ეტაპზე სამუშაოებს პარალელურ რეჟიმში კომპანია „ჯივიპი“ და თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს,” - განაცხადა ლაშა ჩხიკვიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა