სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოში პლაკატები - „გახარია წადი“  მიიტანეს

სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საკრებულოში პლაკატები - „გახარია წადი“, მიიტანეს. ამასთან, წითელი ბარათებით დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს 20 ივნისის მოვლენები და მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება.

„სხდომაზე მივიტანეთ პლაკატები წარწერით "გახარია წადი", კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ განვითარებული მოვლენები და ის, რომ მინისტრი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საკრებულოს სხდომებს და არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრებში, ვიდრე გახარია არ წავა, იქამდე კი ყველა სხდომაზე გვექნება ეს პლაკატები", - განაცხადა მამუკა ბიბილეიშვილმა.

მისი თქმით, მათ ქმედებას უმრავლესობის პროტესტი მოყვა, რადგან ისინი განვითარებულ მოვლენებში აქციის მონაწილეებს ადანაშაულებენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა