თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა კოსმონავტების ქუჩის N43, N45, N47 და N49-ის მიმდებარედ, 5 050 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული საფარი უკვე მოიხსნა, გზის საფუძველი მოეწყო და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოეწყო 375 გრძივი მეტრი ბორდიური, უახლოეს პერიოდში კი ასფალტის მეორე ფენა დაიგება.

პროექტის ფარგლებში, კოსმონავტების ქუჩის N43-49-ის მიმდებარედ, დიდუბის გამგეობამ ასევე, სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობაც მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა.

მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხოშარაულის შესახვევშიც, სადაც ასფალტის საფარი 2 897 კვ.მ ფართობზე დაიგება.

საგზაო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ბი ემ სი“ ახორციელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება