ძლიერი ქარის გამო, რუსთავის პარკში შესვლა დროებით აიკრძალა

ძლიერი ქარის გამო, რუსთავის პარკში შესვლა დროებით აიკრძალა

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში შესვლა დროებით აიკრძალა. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის მიზეზი ძლიერი ქარია და უსაფრთხოების მიზნით, დამსვენებლებისათვის პარკში შესვლა დროებით აიკრძალა.

ძლიერმა ქარმა პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე, ქალაქში კი გარე განათების ელექტროსადენები დააზიანა.