საჯარო შენობების რეკონსტრუქციისთვის 105 მილიონი ევრო დაიხარჯება

მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება პროექტი, რომელის ფარგლებშიც საჯარო შენობების ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებით რეკონსტრუქციისთვის ჯამში 105 მილიონი ევრო დაიხარჯება, - ამის შესახებ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონის პროექტის მიხედვით , 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ახალ და არსებულ საჯარო დანიშნულების ის შენობები, რომლებიც ექვემდებარებიან საფუძვლიან რეკონსტრუქციას, უნდა აღიჭურვონ განახლებად ენერგიაზე მომუშავე იმ ტექნოლოგიებით, რომლის გამოყენებაც ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილი იქნება, რაც განხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის( KfW)-სა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ( EBRD) ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

პროგრამის ბიუჯეტი ჯამურად ჯამში 105 მლნ ევროა, რაც დაბალპროცენტიანი სესხისა და გრანტის კომბინაცია.

„კანონის პროექტით გათვალისწინებული საფუძვლიან რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული საჯარო დანიშნულების შენობების რეკონსტრუქციის მიზნით, მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება KfW-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტი, საჯარო შენობების რეკონსტრუქცია, რომელიც ითვალისწინებს ჯამში 105 მლნ. ევროს გამოყოფას, სადაც 80 მლნ. ევრო სესხია (KfW -40 მლნ. ევრო, EBRD- 40 მლნ. ევრო), 20 მლნ. საინვეტიციო გრანტი (KfW -10 მლნ. ევრო, EBRD- 10 მლნ. ევრო) და 5 მლნ. ევრო - გრანტი (KfW -2,5 მლნ. ევრო, EBRD- 2,5 მლნ. ევრო) ტექნიკური დახმარებისთვის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ითვალისწინებს საჯარო შენობების რეკონსტრუქციას, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებით,” - აღნიშნულია კანონის პროექტში.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, რომლის ავტორიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა, ის ადგენს სავალდებულო ეროვნული სამიზნე მაჩვენებელს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში და ტრანსპორტში. კანონის პროექტის იმპლემენტაციის გზების და ღონისძიებების დადგენის მიზნით, კანონის ამოქმედებიდან თორმეტი თვის ვადაში, სამინისტრო შეუმუშავებს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. აღნიშნული გეგმა 10 წლიანია.

კანონის პროექტის თანახმად, სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის, ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, 2019 წლისთვის 29.5 %, ხოლო 2030 წლისთვის 35 %-ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა