7-დან 9 აგვისტომდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება

7-დან 9 აგვისტომდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე არსებულ გვირაბში, ე.წ. „ღია გალერიაში“, დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 7, 8 და 9 აგვისტოს, ყოველდღე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს