ფოთის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გიორგი გახარიას პლაკატის მიტანას ხმაური მოჰყვა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დარეჯან ცხვიტარია შს მინისტრის პლაკატით მივიდა, რომელზეც გიორგი გახარიას თვალი ჰქონდა ახვეული, ასევე ეწერა: „გახარია წადი“.

დეპუტატის ამ ჟესტს ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ და საკრებულოს წევრებმა ცხვიტარიას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. დარეჯან ცხვიტარიას თქმით კი, ვიდრე გახარიას გადადგომის თაობაზე საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, იგი ყველა სხდომაზე ტრასფარანტებით მივა და ფეხზე დადგება.

„ხელისუფლება უნდა გადადგეს. ის აკონტროლებს ყველაფერს, ინტერნეტ სივრცესაც კი. ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ, განიხილავენ უაზრო საკითხებს. ისინი იმართებიან ერთი ადამიანის მიერ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დარეჯან ცხვიტარიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საქმეს აკეთებს და ოპოზიციის ასეთი გამოსვლები არ უკვირს.

იხილეთ ვიდეო: ხმაური და შელაპარაკება ფოთის საკრებულოში მას შემდეგ, რაც დეპუტატი სხდომაზე პლაკატით "გახარია წადი" მივიდა - "თქვენ ნორმალური ხართ?!"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა