კახა კალაძე - ჩემს ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ტაქსის მძღოლები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ტაქსების რეფორმის პროექტი „ძალიან კარგად მიმდინარეობს“.

შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს პროექტის ჩავარდნას ის ფაქტი, რომ ტაქსის მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მძღოლს აქვს აღებული, მაშინ როცა დედაქალაქში 31 500-ზე მეტი ტაქსია, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ იმ ტაქსის მძღოლების რაოდენობის ზრდას ელოდება, ვინც ავტომანქანას თეთრად გადაღებავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა განუცხადა, ოქტომბრამდე ჯერ კიდევ არის ვადა და შესაბამისად მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, გადაღებვის და ფირის გადაკვრის ვაუჩერების გაცემის ვადა არ გადაიწევს და 10 აგვისტოს დასრულდება.

„პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვადა ვერ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. ჩვენი მხრიდან იყო ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ ამ ადამიანებს. დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული და ეს ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კომპანია „ალმას“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და თეთრ ტაქსებზე რეკლამების განთავსების უფლება მოიპოვა, კითხვაზე: ხომ არ გაეწევა მას რაიმე შეღავათი იმ ფონზე, როდესაც თეთრად გადაღებილი ტაქსების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, კალაძემ აღნიშნა, რომ პროცესი ჯერ არ არის დამთავრებული.

„პროცესი გრძელდება. ოქტომბრამდე გვაქვს დრო და შესაბამისად პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტაქსით მომსახურების ნებართვა 31 547 მანქანაზეა გაცემული, გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერი კი, გასული კვირის მონაცემებით, მხოლოდ 1620 მძღოლს ჰქონდა აღებული.

იხილეთ ვიდეო

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის