ხარაგაულში ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისადმი პასიურობაში დაადანაშაულა

ხარაგაულში ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისადმი პასიურობაში დაადანაშაულა. ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატის, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივი ლიდერის, თორნიკე ავალიშვილის განცხადებით, „ხან ამბობენ 5 მილიონი უნდა გამოიყოს ხარაგაულზე, ხან ამბობენ ზარალი ითვლება“.

„გავიდა უკვე ორი თვე და სოფლებში მისასვლელი ხიდები არ არის აღდგენილი და მოსახლეობას ატყუებენ“, - განაცხადა ავალიშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი მთავრობა ამ დრომდე ვერაფერს აკეთებს მოსახლეობისათვის, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

ოპოზიციონერ დეპუტატს ხარაგაულის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ უპასუხა. მისი თქმით, მთავრობის განკარგულებით ორჯერ გამოიყო სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხა, პირველად 270 000 ლარი, მეორედ კი 300 000 ლარი. სალიკვიდაციო სამუშაოებზე კი ტენდერები გამოცხადდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს სოფლებში - ლეღვანი, დიდვაკე, მარელისი, ზვარე, მოლითი, წიფა და ლაშე სტიქიამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა