მარიამ ქვრივიშვილი - რუსი ტურისტების შემცირებით, ტურიზმის სექტორს 44,3 მილიონი დოლარი დააკლდა

როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.

„აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც კარგად ჩანს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ, რუსი ტურისტების დიდი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია. ქვრივიშვილის გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თუ საპროგნოზო ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, დანაკარგი გაცილებით მეტია.

„44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვ. მინიმუმ, თანხების ეს რაოდენობა დააკლდათ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე