ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა საკანონმდებლო, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამებზე.

ზაზა ბოხუას თქმით, 2019 წლის ბოლობდე ქვემო ქართლის რეგიონში დაგეგმილია 33 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და 9 ახალი ამბულატორიის აშენება. ხოლო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული სამსახურებისათვის - 13 ახალი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ოფისების მშენებლობა. ასევე იგეგემება პირველადი ჯანდაცვის და სოფლის ექიმების გადამზადება.

ქვემო ქართლში მოსახლეობასთან შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. მათ სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მოსახლეობის საჭიროებები ადგილზე ერთობლივად განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა