ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ბეემვეს“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

მათივე ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯერ მოტოციკლს შეეჯახა, შემდეგ ბორდიურზე ავარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.