ქუთაისში ადგილობრივი მოსახლეობა მეტალურგიული ქარხნის მიერ დაბინძურებულ გარემოს აპროტესტებს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, საწარმო გარემოს აბინძურებს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები ფანჯრებს ვერ აღებენ, რადგან გამონაბოლქვი მათ კორპუსებში შედის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებმა დარინა მუკბანიანმა განუცხადა, ზაფხულში განსაკუთრებით აუტანელი ხდება აქ ცხოვრება.

„გაჭვარტლულია სახლები, ბავშვები ეზოში ვერ ჩადიან სათამაშოდ“,- აცხადებს მუკბანიანი.

მოსახლეობის თქმით, ქარხანას არ აქვს ფილტრები, რასაც ისინი გასულ წლებშიც აპროტესტებდნენ.

ქარხნის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.

მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესი" ქუთაისში, 2009 წელს, ქართულ-ინდური ინვესტიციით გაიხსნა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა