სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 50-მდე მუშა ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებს.

მათი თქმით, სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და მუშაობას არ გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასს არ აიღებენ.

„გვპირდებიან, რომ ხელფასები იქნება, სხვადასხვა დღეებს გვეუბნებიან და ასე გავიდა სამი თვე. ზოგს რამდენიმე ათასი აქვს ასაღები. ეს არის ჩვენი შემოსავალი და ოჯახები როგორ ვარჩინოთ? ამიტომ გავიფიცეთ და პროტესტს არ შევწყვეტთ, ვიდრე დავალიანებას არ ავიღებთ“, - აცხადებენ გაფიცულები.

მათი ინფორმაციით, ავტობანზე სამუშაოებს შპს „აკორდი" და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია "გრინ ვაი" ასრულებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის გარკვეული პრობლემები აქვთ, თუმცა გაფიცულ მუშებს პირდებიან, რომ ხელფასები 15 დღეში დაირიცხება.

იხილეთ ვიდეო: სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს