ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათი თქმით, დაღუპული ადამიანების ღვაწლი ჯეროვნად არ არის შეფასებული.

„11 წელი გვაცილებს საქართველოსთვის ავბედით და ამავდროულად, სასახელო ფურცელს. ავბედითს, იმის გამო, რომ მას ჩვენი თანამემამულეები შეეწირენ. სასახელო იმის გამო, რომ ამ ადამიანების თავგანწირვამ განაპირობა ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო რუსეთმა თავისი აგრესია და აქტიური საომარი მოქმედებები, რვა აგვისტოს საქართველო იძულებული იყო, შესაბამისი მოქმედებებით გაეცა პასუხი. სამწუხაროა, რომ 11 წელი გვაცილებს იმ პერიოდს და დღესაც, ფართო საზოგადოებას არ აქვს საერთო, ჩამოყალიბებული კონსენსუსი, თუ ვინ არის რუსეთი. ჯანსაღი ნაწილი, რა თქმა უნდა, არქმევს შესაბამის სახელს, მაგრამ არსებობს ნაწილი, რომელიც არ იზიარებს ამ მოსაზრებას. არ აქვთ ჩამოყალიბებული მოსაზრება, ვინ დაწყო ომი საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აფხაზეთის ოკუპაცია დაიწყო. რაც ყველაზე საწყენია, ამ ადამიანების მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე არ არის ჯეროვნად შეფასებული და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ფუჭი გონია. ამ ყველაფერზე პასუხი არის ერთი, რუსეთი ოკუპანტია", - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა გია თევდორაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო