ანონსი  8 აგვისტო

8 აგვისტოს, 09:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებს.

8 აგვისტოს, 09:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

8 აგვისტოს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პარლამენტის სახელით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ

ადგილი:მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო

8 აგვისტოს, 10:30 საათზე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

8 აგვისტოს, 11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პარლამენტის წევრია გია გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: აგვისტოს ომი.

მის: ი. მოსაშვილის #24, მე-5 სართ.

8 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ისნის რაიონში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩა, რომელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭა, ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას საკრებულოს, თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და უშანგი სოფრომაძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

მის: ისნის რაიონი, ე.წ. სამხედრო ქალაქი, გამგეობის შენობის მიმდებარედ.

საკონტაქტო : თამარ აბრამიშვილი 599 92 18 00

8 აგვისტოს, 12:00 საათზე, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: აგვისტოს ომი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

8 აგვისტოს, 12:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ფინანსური უსაფრთხოების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, შსს-ს და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო: 598930017

8 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

განსახილველი თემა: პარლამენტის როლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში..

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში (C-314)

8 აგვისტოს, 18:00 საათზე „სამოქალაქო მოძრაობის ინიციატივით” ომის გმირი ახემტა ხუციშვილი ისაუბრებს თემაზე “რა გვასწავლა აგვისტოს ომმა. ” ლექცია შინდისში ჩატარდება.

საკონტაქტო: 599854722

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი