კახეთში რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია , რუსთავი - თელავი - ჟინვალის 300 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ლაგოდეხის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების შესრულების გამო, 2019 წლის 8 აგვისტოს, 06:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგ სოფლებს: დაბა წნორი, ანაგი, ვაქირი, კარდენახის ნაწილს, ჯუგაანი, ბოდბისხევი, საქობო, ტიბაანი, ქვემო მაჩხაანი, ხირსა, ხორნაბუჯი.

























