კასპის მერია - სოფელ თელიანისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

სოფელ თელიანში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სასმელი წყლის სათავე ნაგებობაზე წყალშემკრები დრენაჟის, საქლორატოროს, სადარაჯო ჯიხურის, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, ასევე 800 მ3 ტევადობის რეზერვუარის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს „სპეცჰიდრომშენი“ აწარმოებს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 289 000 ლარია. შესრულებული სამუშაოების შედეგად სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა