აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ღონისძიებები მიმდინარეობს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, გორში, დილიდან ღონისძიებები მიმდინარეობს .
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს გორში არსებული მემორიალები და ომის დროს დაშავებული რამდენიმე მოქალაქეც მოინახულეს.
გორის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოება წირვას ატარებს. გმირების მემორიალთან, ომის დროს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.
დღის ბოლოს ღონისძიებები გმირების მემორიალთან, სანთლების ანთებით დასრულდება.

























