„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის მესამე ნაწილი დაიწყო

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის მესამე ნაწილი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

„ჭავჭავაძის გამზირზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მესამე ნაწილზე, პიქსელის შენობიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე, წყალმომარაგების სისტემას სრულად ცვლის, რაშიც კომპანია 3.8 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 24 საათიან რეჟიმში, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტის მესამე ნაწილი სექტემბრის დასაწყისში დასრულდება“, - განაცხადა „ჯივიპის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე ზურაბ ალფაიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ჯივიპიმ“ ჭავჭავაძის გამზირის პროექტის I და II ნაწილზე, ჭავჭავაძის პირველი ნომრიდან პიქსელის შენობამდე, ჯამში 2.4 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა სრულად შეცვალა, რაშიც 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა