ზესტაფონში აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ზესტაფონში პატივი მიაგეს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით მაღრაძე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან შეიკრიბნენ, გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გაიმართა ზაზა ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

„ჩვენ გვყავს უახლესი ისტორიის გმირი, რომელიც შორაპანში დაიბადა და გაიზარდა. მან თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას შესწირა. საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაწირა, როცა მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე, რათა დაჭრილი თანამებრძოლები გადაერჩინა. სწორედ ასეთი ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დიდება მათ სახელს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

„ზაზა ფერაძე 2008 წლის 7 აგვისტოს დაიღუპა. ის მაშინ დაიჭრა, როდესაც მესამედ შებრუნდა ფრონტის ხაზზე დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად. ზაზა ფერაძის ქალიშვილი, ანასტასია მამის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ დაიბადა. დემეტრე კი წლის და 4 თვის იყო.

ზაზა ფერაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა