გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 აგვისტოს 05:00 საათიდან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქალაქ სიღნაღსა და სოფელ ნუკრიანის ნაწილში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება მცხეთის რაიონის სოფლებს - ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, არაშენდა, საგურამო, გალავანი და ახალსოფელი.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ბაზალეთი, ჩანადირები, უნდილაანთკარი, საშაბურო, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებს.

06:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლების ნაწილს დაბა თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფლებში - ჟებოტა, ტუშურები, ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები და მიმდებარე სოფლებს.

06:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბა სტეფანწმინდას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებს - არშას, სიონს, გარბანს, ხურთისს, ფანშეტს, გველეთსა და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 11:15 საათიდან 15:30 საათამდე - სიონს, გარბანს, გორისციხეს, ფანშეტსა და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა