ადგილობრივების განცხადებით, გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალები ორი დღეა არ გამოჩენილან, თუმცა მათ მიერ განთავსებულ ლითონის ბოძებზე მავთულხლართების გავლებას არ გამორიცხავენ

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა, ის ლითონის ბოძები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთში რამდენიმე დღის წინ განათავსეს, კვლავ ადგილზე რჩება.

,,არც გუშინ და არც დღეს აღარ გამოჩენილან რუსი და ოსი სამხედროები, მაგრამ აღარც ის ბოძები წაუღიათ უკან და ვშიშობთ, რომ რამდენიმე დღეში მოვლენ და ზედ მავთულხლართსაც გაავლებენ. მავთულხლართი რომ არ გააბან, მაინც პრობლემის წინაშე ვართ - ეს რკინის ბოძებიც შეიძლება ჩაგვითვალონ „საზღვრად“, ამიტომ მაინც ვერ შევძლებთ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას. აქვე მდებარეობს ჩემი სახლი, რომელიც 2008-ში გადაწვეს, ახლა ნაკვეთს და სასაწყობე ფართს დაემუქრა საფრთხე. ერთი თხოვნა მაქვს - ომის შემდეგ, 11 წელია, სოფლის ძველი სკოლის შენობაში ვცხოვრობთ, სადაც არანაირი პირობები არ არის, მაგრამ ეს მაინც დაგვიკანონონ საკუთრებად, რომ რაღაცის გაკეთება შევძლოთ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები შევიქმნათ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა თინათინ გუგუტიშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი რუსუდან კილაძე ვერ აკონკრეტებს, როდის დაამონტაჟეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოძები.

„რთულია დაზუსტებით იმის თქმა, როდის განათავსეს ამ ტერიტორიაზე ბოძები. მოგეხსენებათ, ეს ადგილი პირდაპირ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ამ ადგილზე მდებარე სახლებში აღარავინ ცხოვრობს და შესაბამისად, აქ მოსახლეობაც ძალზე იშვიათად გადაადგილდება. ყურადღება მიიქცია ფორმიანი პირების გამოჩენამ, თუმცა, რა მიზნით გამოჩნდნენ - მავთულხლართის მონტაჟს აპირებდნენ თუ სხვა მიზნით, ვერაფერს გეტყვით. გუშინ და დღეს აღარავინ შეგვინიშნავს“, - განაცხადა რუსუდან კილაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ