რუსთავში ფეხით მოსიარულე 63 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში ფეხით მოსიარულე 63 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში ფეხით მოსიარულე 63 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცი ქუჩაზე ფეხით გადადიოდა, რა დროსაც მას ,,ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცს თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. დაშავებული კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება და მდგომარეობა სტაბილურია.