რომან გოცირიძე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე -  ხელისუფლების რეპრესიებმა ყველა საზღვარი გადალახა, უკვე გონიერების ფარგლებს გასცდა

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ხელისუფლება „პოლიტიკურ ტერორს სჩადის“ და იმ შემთხვევაში, თუ გვარამიას პატიმრობას შეუფარდებენ, ამით „საქართველოში სასამართლო სისტემა საბოლოოდ დასამარდება“.

„რასაც ახლა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აკეთებს, პოლიტიკური ტერორია. ყველა საზღვარი გადალახა, უკვე გონიერების ფარგლებს გასცდა ის რეპრესიები, რასაც ხელისუფლება სჩადის. გუშინ, „ტვ პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული და „რუსთავი 2“-ის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე უკვე არის „ტვ პირველი“. ნიკა გვარამიასადმი ბრალის წაყენება აბსურდული ბრალდებით - ხელისუფლების მიერ გაკოტრებული ტელევიზია, 2 წლის განმავლობაში დაყადაღებული, ამ ადამიანმა საკუთარი ენერგიითა და უნარებით დღემდე მოიტანა და რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ. ყველა, ვინც კი დღეს, საქართველოში რაიმე ფორმით პოლიტიკური წონადია - გავიხსენოთ, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება, ნიკა მელიას, ფაქტობრივი, შინაპატიმრობა და ვინც კი დაკავშირებულია თავისუფალ მედიასთან დღეს, ყველა ხელისუფლების სამიზნეა. ხვალ, შეიძლება სამიზნე ტელეკომპანია „კავკასია“ გახდეს, ზეგ კიდევ მეორე, რომელიც არ ზის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტალღაზე. დღეს, ნიკა გვარამიასადმი პატიმრობის შეფარდება საქართველოში სასამართლო სისტემის საბოლოოდ დასამარება იქნებოდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა