კასპში, სოფელ დოესში,  ორსართულიანი საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

სოფელ დოესში, ორსართულიანი საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მერიის ინფორმაციით, შენობაში დასრულებულია სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის, კარ-ფანჯრების შეცვლის, ცენტრალური გათბობის გაყვანილობის, შიდა და გარე ფასადის შელესვის და სხვა სამუშაოები. ამჟამად, შიდა და გარე ფასადების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებიდან მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია და აღსაზრდელებისათვის სათანადო პირობების შექმნა,“ -აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

სოფლის საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინდ. მეწარმე „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რაზეც 333 278 ლარი იხარჯება კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა